საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა სტრატეგიული თამაშის - „დააკავე დამნაშავე“ გამარჯვებულ ბავშვებს უმასპინძლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე პოლიციის დღისადმი მიძღვნილი სტრატეგიული თამაშის - „დააკავე დამნაშავე“გამარჯვებულ ბავშვებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, თამაშის წესების მიხედვით, მოზარდები სპეციალური მინიშნებების მეშვეობით და სხვადასხვა სირთულის დავალებების შესრულებით ეძებდნენ დამნაშავეს.

უწყებს ინფორმაციით, გამოვლინდა 5 გამარჯვებული, რომლებსაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისგან დიპლომები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. გამარჯვებული ბავშვები, ასევე, დაჯილდოვდნენ მთავარი პრიზით - „1-დღიანი ტური საპატრულო პოლიციაში“.

მათივე ცნობით, მოზარდებმა საპატრულო პოლიციის შენობა, პატრულ-ინსპექტორთა შეიარაღება, აღჭურვილობა და ახალგახსნილი ერთიანი მომსახურების ცენტრი დაათვალიერეს.

ბავშვებმა საპატრულო პოლიციის საქმიანობას გაცნობის შემდეგ დედაქალაქის ისტორიულ უბნებში გადაინაცვლეს და ქვეით პატრულთან ერთად საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე „იზრუნეს“.

შსს-ს ინფორმაციით, არასწრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისა და საპატრულო პოლიციის შესახებ მოზარდების ცნობიერების ამაღლების მიზნით, მსგავსი ღონისძიებების ჩატარება მომავალშიც იგეგმება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა