ზუგდიდის მერიამ სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას პროდუქტები და სასმელი წყალი გაუგზავნა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, ჭუბერში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას საკვები პროდუქტები და სასმელი წყლი გაუგზავნა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ჭუბერში, სტიქიის დღიდან ადგილზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან.

ზუგდიდის მერის ლაშა გოგიას განცხადებით, ზუგდიდის მერია დაზარალებული მოსახლეობის დახმარებას სამომავლოდაც უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ, რომ ჭუბერის ხეობაში სტიქია 5 ივლისიდან მძვინვარებს. ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა. განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია. კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ დაანგრია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო