ეკა ბესელია გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტს გამართავს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძე 9-12 ივლისს გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტს გამართავენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ისინი დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელს ჯონათან ჯანოგლის და ჯგუფის წევრებს შეხვდებიან და გამართავენ პრეზენტაციას თემაზე „მართლმსაჯულებისა და სამართალდამცავი სისტემის რეფორმა საქართველოში“. შეხვედრა გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართება.

ვიზიტის ფარგლებში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ვესტმინსტერის ფონდის ორგანიზებით დაგეგმილ კონფერენციაში „პოსტსაკანონმდებლო შემოწმება“ მიიღებს მონაწილეობას. ასევე, დაგეგმილია შეხვედრა ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა