თერჯოლაში არქეოლოგებმა ზედაპალეოლითური ხანის მასალა აღმოაჩინეს

თერჯოლის რაიონში, საგვარჯილეს კარსტული მღვიმის არქეოლოგიური გამოკვლევა მიმდინარეობს. როგორც ექსპედიციის ერთ-ერთმა წევრმა, პალეოლოგიისა და ანთროპოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა თენგიზ მეშველიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, აღმოჩენილია მეტად საინტერესო ზედაპალეოლითური ხანის მასალა-კაჟისა და სხვა მასალის იარაღები, ასევე საწარმოო ნარჩენები.

„ადამიანის-მონადირე შემგროვებლებისა და თანამდევი ფაუნისა და ფლორის 15-12 ათასი წლის ნამარხი ნაშთები აღმოვაჩინეთ. აღმოჩენილი მასალა გადაიგზავნება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში“, - განაცხადა თენგიზ მეშველიანმა.

საგვარჯილეს კარსტული მღვიმე, რომელიც ძევრულას ჩაკეტილ ხეობაში ზღვის დონიდან 220 მეტრზე მდებარეობს, მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა