ლევან გოგიჩაიშვილი - იპოთეკით დატვირთული ქონების გასხვისებასთან დაკავშირებით ფინანსურ სექტორში ძალიან მძიმე მდგომარეობაა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი მიიჩნევს, რომ იპოთეკით დატვირთული ქონების გასხვისებასთან დაკავშირებით ფინანსურ სექტორში ძალიან მძიმე მდგომარეობაა.

როგორც გოგიჩაიშვილი აცხადებს, ჩვენ გვჭირდება ახალი ეკონომკური მოდელი, სამართლიანი თამაშის წესებით.

„გაბატონებულია არასამართლიანი თამაშის წესები და მთელი რისკი მოდის მხოლოდ იმ ადამიანებზე, რომლებიც ძალიან მძიმე მდგომარეობის გამო, საკუთარ ქონებას საიპოთეკო ვალდებულებით ტვირთავენ როგორც ბანკებში, ისე კერძო მევახშეებთან“, - აცხადებს გოგიჩაიშვილი.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინიციატივების თანახმად, შემოდის სხვადასხვა რეგულაცია, რომელიც გააუმჯობესებს მოქალაქეების მდგომარეობას და ადამიანები აღარ აღმოჩნდებიან პერმანენტულად თაღლითური სქმების, შანტაჟის და სხვა მაქინაციების მსხვერპლი.

„ეს არის კონკრეტული ინიციატივები, რომელიც შეეხება დაჯარიმების პრინციპებსაც, დაწესდება ძალიან მნიშვნელოვანი ზღვრები. ასე რომ, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ინიციატივები, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის დროს წარადგინა და პარლამენტში განხილვა მიმდინარეობს, ძალიან სერიოზულ შედეგს მოუტანს საზოგადოებას. ჩვენ გვჭირდება ახალი ეკონომკური მოდელი, სამართლიანი თამაშის წესებით“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა და დასძინა: ეს ინიციატივები ასახავს სწორედ იმ რეალობის გადაჭრის გზებს, რომელიც IDFI-ს კვლევებითაც დასტურდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს