სოზარ სუბარი - თავდაცვის სამინისტროს 18 ერთეული ტექნიკა ჭუბერისკენ მიემართება

თავდაცვის სამინისტროს 18 ერთეული ტექნიკა ჭუბერისკენ მიემართება, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სოზარ სუბარმა განუცხადა. მისი თქმით, უკვე შესაძლებელია დროებითი ხიდის გაკეთება, რის შემდეგაც შესაბამისი ტექნიკის გადაყვანა მდინარე ნენსკრას მეორე ნაპირზე იქნება შესაძლებელი.

საუბარის ინფორმაციითვე, ჩატარებული სამუშაოების შედეგად ყველაზე პრობლემური სამი სახლიდან ორზე საფრთხე მოხსნილია, ხოლო ერთში სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

„გზის ის მონაკვეთები, რომელიც ყველაზე მეტად პრობლემური იყო, გადავარჩინეთ. თავდაცვის სამინისტროს ტექნიკა უკვე გზაშია. ეს არის 18 ერთეული ტექნიკა და დროებითი ხიდი გაიდება. დაახლოებით სამი დღე დასჭირდება ამ ყველაფერს, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება შესაბამისი ტექნიკის გაღმა მხარეს გადაყვანა“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს