ნატოს გენერალური მდივანი გერმანიას თავდაცვითი ხარჯების გაზრდისკენ მოუწოდებს

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის მთავრობას მოუწოდა, არსებითად გაზარდოს თავდაცვითი ბიუჯეტი, - ამის შესახებგენმდივანმა გერმანულ გამოცემა „Bild am Sonntag“-თან ინტერვიუში განაცხადა.

სტოლტენბერგი დადებითად გამოეხმაურა ბერლინის გადაწყვეტილებას, რომ რამდენადმე გაზარდოს ხარჯები თავდაცვით საჭიროებებზე, მაგრამ აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობამ ამ მიმართულებით უფრო მეტი უნდა გააკეთოს.

მისი თქმით, გერმანიამ, ისევე, როგორც ნატოს სხვა წევრებმა ვალდებულება აიღეს, თავდაცვაზე დახარჯონ მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 2 %. გერმანიის თავდაცვითი ბიუჯეტის ამჟამინდელი დონე ჯერ კიდევ შორსაა ამ მაჩვენებლისგან. სტოლტენბერგმა გააკრიტიკა გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის დაპირება, გაზარდოს აღნიშნული ხარჯები მშპ-ს 1.5 %-მდე 2024 წლამდე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა