ანასეულის მოსახლეობას უახლოეს მომავალში გაუმჯობესებული წყალმომარაგება ექნება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ კაციამ, ოზურგეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ეკატერინე გალდავამ და გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ანასეულის მოსახლეობასთან ერთად, წყალმომარაგების პრობლემების დროულად მოგვარების გზები განიხილეს.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე, ადგილობრივებმა იმ პრობლემების შესახებ ისაუბრეს, რომელიც ზაფხულის სეზონის დადგომისთანავე, წყალმომარაგების კუთხით იქმნება. ამ დროისთვის, ანასეულის მცხოვრებლებს სასმელი წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდებათ.

„მოსახლეობასთან შეთანხმებით, დაისახა კონკრეტული სამოქმედო გეგმა. გაუმჯობესებული წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად დაიწყება საკვლევ-საძიებო სამუშაოები და კვლევის დასკვნის შესაბამისად, დაჩქარებული წესით, განხორციელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები. შედეგად, უახლოეს მომავალში, ანასეულის მოსახლეობას გაუმჯობესებული წყალმომარაგება ექნება.

შეხვედრაზე, ადგილობრივებს სამომავლოდ დაგეგმილი ინფრატსრუქტურული პროექტიც გააცნეს, რომელიც გულისხმობს მთლიანად ოზურგეთისა და ანასეულის წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის სრულად მოწესრიგებას.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან ერთად, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მენეჯმენტი რეგიონებში წყალმომარაგების კუთხით არსებულ გამოწვევებს დეტალურად ეცნობა. ადგილზე ვითარების შესწავლის პარალელურად გაგრძელდება შეხვედრები მუნიციპალიტეტებში, რომლის მიზანი არსებული პრობლემების დროულად აღმოფხვრა და ადგილობრივი მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფაა“, - აცხადებენ სამინისტროში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო