მცირე და საშუალო ბიზნესისთვის დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შესახებ შეხვედრა გაიმართება

მცირე და საშუალო ბიზნესისთვის დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შესახებ ხვალ ქუთაისში მთავრობასა და ბიზნესს შორის ღია დიალოგი გაიმართება.შეხვედრას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, ფინანსთა მინისტრი ნიკოლოზ გაგუა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ჩერქეზიშვილი გახსნიან.

როგორც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არის აღნიშნული, დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმი მცირე მეწარმეებისთვის 1-ელი ივლისიდან უკვე ძალაშია და მისი ამოქმედების პირველივე ეტაპზე, მთავრობის წევრები პირადად ხვდებიან მეწარმეებს, რათა ყველა შესაძლო კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცეს, მინისტრებმა უშუალოდ მეწარმეებისგან მოისმინონ ინფორმაცია და მოსაზრებები რეფორმის მიმდინარეობის შესახებ.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, ღია დიალოგში მონაწილეობის მისაღებად ქუთაისში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები მთელი დასავლეთ საქართველოდან ჩავლენ. ღონისძიებას 200-მდე მეწარმე დაესწრება. დისკუსიის მთავარი თემა დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის მიზნები, მოსალოდნელი შედებები და მცირე და საშუალო ბიზნესზე გავლენა იქნება.

შეგახსენებთ, რომ საგადასახადო ცვლილება 120 000-მდე მეწარმე ფიზიკურ პირს შეეხება. ახალი საგადასახადო რეჟიმი, ერთი მხრივ, აწესებს მინიმალურ საგადასახადო ტვირთს მცირე ბიზნესისთვის, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველყოფს მეწარმეებისთვის გამარტივებული საგადასახადო აღრიცხვის მეშვეობით, მინიმუმამდე შემცირდეს საგადასახადო ადმინისტრირების დანახარჯები. საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, მცირე ბიზნესის სტატუსი ენიჭებათ მეწარმე ფიზიკურ პირებს, რომელთა ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში იქნება 500 000 ლარამდე, ნაცვლად მანამდე არსებული 100 000 ლარისა. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1%-იანი განაკვეთით ნაცვლად 5%-ისა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო