სამტრედიის, ხონისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებს გაზმომარაგება შეუწყდება

სამტრედიის, ხონისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებს 9 ივლისს გაზმომარაგება შეუწყდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „სოკარ ჯორჯია გაზიდან" აცნობეს, შეზღუდვა 9 ივლისის დილის 07:00 საათიდან 11 ივლისის დილის 07:00 საათამდე შეეხებათ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფლების იანეთის, დიდი ჯიხაიშის, ეწერის, ღანირის, ჭაგანის, კვირიკეს, ნაბაკევის, ნინუაკუთხის, ჩხენიშის, მიწაბოგირას, დაბა კულაშის, მელაურის ასევე, ქალაქ სამტრედიის შემდეგი ქუჩების რესპუბლიკის, კრავეიშვილების, მიქელაძის მცხოვრებლებს შეუწყდებათ. ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ხონისა და მარტივილის აბონენტებსაც.

კომპანიის ინფორმაციით, აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი, გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოები გახდა. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 11 ივლისის 07:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.

„კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი" ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ „სოკარ ჯორჯია გაზი"-ს ცხელ ხაზზე: 16 114 ან ეწვიეთ ვებ-პორტალს www.mygas.ge“-აცხადებენ კომპანიაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს