ქუთაისში ქართული კინოს 110 წლის იუბილე აღინიშნება

ქუთაისის კულტურის ცენტრში ქართული ფილმების რეტროსპექტივა დაიწყო, რომელიც ქართული კინოს 110 წლის იუბილეს ეძღვნება. საიუბილეო ჩვენებები ლანა ღოღობერიძის 1972 წელს გადაღებული ფილმით „როცა აყვავდა ნუში“ გაიხსნა. საზაფხულო კინოჩვენების ორგანიზატორია რეზო ჩხეიძის შემოქმედებითი სახლი „ჯარისკაცი მამა“.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეზო ჩხეიძის შემოქმედებითი სახლის დირექტორმა ინეზა ავალიანმა განუცხადა, ქართული კინოს 110 წლის იუბილის აღნიშვნა ქუთაისში შემთხვევითი არ არის, რადგან პირველი ქართული ფილმის „აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ გადაღება ქუთაისიდან დაიწყო.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს