პარლამენტის ბიურომ სტიქიის ზონაში სამხედრო ძალების გამოყენების საკითხი განიხილა

პარლამენტში დეპუტატებმა ბიუროს სხდომაზე პრეზიდენტის განკარგულება განიხილეს. დეპუტატები მიიჩნევენ, რომ სტიქიის ზონაში ყველა შესაძლებლობაუნდა იყოს გამოყენებული.

შესაბამისად, საკითხს მხარი ბიუროზე მყოფმა ყველა დეპუტატმა დაუჭირა. საკითხი დღესვე რიგგარეშე სხდომაზე გავა მხარდასაჭერად.

სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში სტიქიური უბედურებით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ბრძანება გამოსცა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა