სვანეთში საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა

სვანეთში, სტიქიით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა.

საქართველოს პრეზიდენტის წარდგინება „საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ“ უმაღლესი მთავარსარდლის 2018 წლის ბრძანების დამტკიცების თაობაზე დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განიხილეს. საკითხზე მომხსენებელი საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე ზურაბ მაჭარაძე იყო. საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით სამხედრო ძალების გამოყენების თაობაზე პრეზიდენტის წარდგინებას 91-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი არც ერთი წასულა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში სტიქიური უბედურებით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ ბრძანება გუშინ გამოსცა. ბრძანების თანახმად, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა ჩაერთვება.

იხილეთ ვიდეო: სვანეთში საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა