დავით ბაქრაძე - სტიქიის ზონის მოსახლეობაზე კომპენსაცია უნდა გაიცეს

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ სტიქიის ზონაში სამხედრო ძალების გაყვანა პირველი ნაბიჯია, რასაც შემდგომ მოსახლეობის ზარალის აღწერა და კომპენსირება უნდა მოჰყვეს.

როგორც დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ისინი საკითხს მხარს დაუჭრენ. „სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმითვის, რომ დაეხმაროს მოსახლეობას, რომელიც სტიქიის ზონაშია, ძალიან დაზიანდა და საფრთხე შეექმნა. ბუნებრივია, პარლამენტში „ევროპული საქართველო“ მხარს დაუჭერს დღეს განსახილველ საკითხს, მაგრამ ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი. ამას შემდგომ უნდა მოჰყვეს მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემა და ზარალის ანაზღაურება. ჩვენ, როგორც საპარლამენტო ოპოზიცია, მოვითხოვთ, რომ მოსახლეობა არა მხოლოდ დაცული იყოს და ტექნიკა იყოს გამოყენებული, არამედ შემდეგ ეტაპზე მოხდეს ზარალის აღწერა და მოხდეს მოსახლეობისთვის, რომელმაც დაკარგა სახლ–კარი და ნაკვეთები, შესაბამის კომპენსაციის გაცემა. ამიტომ ბუნებრივია, ამ საკითხთან დაკავშირებით მხარსაც დავუჭერთ და მეტსაც მოვითხოვთ მოსახლეობის ინტერესიდან გამომდინარე“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო