მამუკა მდინარაძე - მინისტრობის კანდიდატთა ვინაობა მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი

მთავრობის განახლებულ შემადგენლობასთან დაკავშირებით განხილვები მომავალ კვირაში დაიწყება, - ამის შესახებ ჟურნალსიტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა. მისი თქმით, მინისტრობის კანდიდატთა კონკრეტული სახელები და გვარებიც მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი.

მდინარაძემ ასევე ისაუბრა ოპოზიციის ბოიკოტზე და განაცხადა, რომ ოპოზიცია არის ტენდენციური, რადგან არ იცნობს კანდიდატების ხედვებს და ისე უცხადებს მათ უნდობლობას.

„ტენდენციურობაზე ისიც მიუთითებს, რომ არ იციან ადამიანების სახელები და გვარები, არ იციან პროგრამები და წინასწარ აცხადებენ, რომ მათ მხარს არ დაუჭერენ, ყველაფერი ცხადია, მათ აქვთ პოზიცია ტენდენციის თვალსაზრისით და არ აქვთ ხედვები, იქნებ ემთხვევა მინისტრობის კანდიდატების წარმოდგენილი ხედვები მათ ხედვებს. რაც შეეხება მინისტრობის კანდიდატებს, მომდევნო კვირიდან უკვე გავივლით პრემიერთან ამ საკითხს, კონკრეტულ სახელებს და გვარებს მომავალ კვირაში გაიგებთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მომდევნო რიგგარეშე სხდომა 14 ივლისს გაიმართება, სადაც პარლამენმა მთავრობის განხლებულ შემადგენლობას ნდობა უნდა გამოუცხადოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა