სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ კახეთის ოთხ რაიონში სეტყვასაშიში პროცესები გაანეიტრალა

7 ივლისს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ კახეთის ოთხ რაიონში სეტყვასაშიში პროცესები გაანეიტრალა - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის, მართვის ცენტრის მიერ 7ივლისს კახეთის რეგიონში 200 კვადრატულ კილომეტრამდე საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა, რითაც კახეთის ოთხივე რაიონში მოსალოდნელი სეტყვა სრულად თავიდან იქნა აცილებული.

„7 ივლისს დილის საათებში სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებიდან რეგიონში რამდენიმე სეტყვასაშიში ღრუბლის ფრონტალური მასა შემოვიდა. 09:30 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე ახმეტის, გურჯაანის, თელავის და ყვარლის რაიონებში ღრუბლები რამდენიმე ეტაპად დამუშავდა. გასროლილი იქნა რამდენიმე ათეული სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა. აქტიური ზემოქმედების შედეგად ნალექის სრული მასა წვიმის სახით ჩამოიცალა“,-ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა