სოფიო ქაცარავა - ყველა ვთანხმდებით, რომ პოლიტიკური სტაბილურობა შეუძლებელია ადამიანის უფლებების დაცვის, უსაფრთხოება - ჯანსაღი გარემოსა და კეთილდღეობა - ეკონომიკური თანამშრომლობის გარეშე

ბერლინში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკურ საკითხთა, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და გარემოს დაცვითი კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა სოფიო ქაცარავამ კომიტეტის ანგარიში და რეზოლუციის პროექტი წარადგინა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, რეზოლუციის პროექტს ასამბლეა პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს და ბერლინის დეკლარაციაში ასახავს. სხდომაზე რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრებმა მოსაზრებები გამოთქვეს.

„ყველა ვთანხმდებით, რომ პოლიტიკური სტაბილურობა შეუძლებელია ადამიანის უფლებების დაცვის, უსაფრთხოება - ჯანსაღი გარემოსა და კეთილდღეობა - ეკონომიკური თანამშრომლობის გარეშე. მივესალმები ამ მრავალგანზომილებიან მიდგომას და შესაბამის პრაქტიკულ ქმედებებს, რაც არის ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნების პარლამენტებსა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

კომიტეტის სხდომაზე ასამბლეის წევრი ქვეყნების დელეგატების წინაშე გამოსვლისას, სოფიო ქაცარავამ ყურადღება იტალიის როგორც 2018 წელს ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის პრიორიტეტებსა და მიზნებზე გაამახვილა, რაც კორუფციასთან ბრძოლას, ციფრული ეკონომიკის ოპტიმიზაციას, კლიმატურ ცვლილებებს და მიგრაციის საკითხებს მოიცავს. დელეგაციის ხელმძღვანელმა მიგრაციის თემას ხაზი გაუსვა და ამ ჭრილში იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობას შეეხო.

სოფიო ქაცარავამ განსაკუთრებული ყურადღება კორუფციასთან ბრძოლის საკითხებს დაუთმო. მისი განცხადებით, ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში, რომლის თავმჯდომარე ქვეყანა სწორედ საქართველოა, მისი ქვეყანა პარტნიორ ქვეყნებს მნიშვნელოვან პროგრესს აჩვენებს და საქართველო მზადაა საკუთარი გამოცდილება სხვა ქვეყნებსაც გაუზიაროს.

სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო ასამბლეის სამუშაო თემაზე - ეუთოს ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობისთვის საპარლამენტო როლის გავლენაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნების პარლამენტარების როლის გაძლიერება ხელშესახები შედეგის წინაპირობა იქნება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს