ჭუბერში დროებითი ხიდის დამონტაჟებას დაახლოებით 3–4 დღე დასჭირდება

ჭუბერის ცენტრში დროებითი ხიდის კონსტრუქციები მიიტანეს. რკინის კონსტრუქციები თავდაცვის სამინისტროს მანქანებით შეიტანეს. ამის შემდეგ ჩატარდება არქიტექტურული სამუშაოები, რათა ზუსტად განისაზღვროს, თუ სად განთავსდება დროებითი ხიდი, რომელიც მდინარე ნენსკრას მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს ერთმანეთთან დააკავშირებს.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ სამუშაოებს დაახლოებით 3–4 დღე დასჭირდება, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება ტექნიკის მეორე მხარეს გადაყვანა, რომელიც ადგილზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოს ჩაატარებს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს