kvirispalitra.ge - ხადას ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმარი შესაძლოა მოკლულია, ხოლო დამნაშავე - უკვე დაჭერილი

ხადას ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმარი შესაძლოა მოკლულია, ხოლო დამნაშავე უკვე დაჭერილი, - ამის შესახებ ინფორმაციას kvirispalitra.ge ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ხადას ხეობაში კრიმინალისტები მუშაობენ. „6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ. შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა მათი ძებნა იმავე დღეს, შეტყობინების შესვლისთანავე, დაიწყეს. ცოლ-ქმარი, სამწუხაროდ, გარდაცვლილები ნახეს, ბიჭუნას კი უკვე მესამე დღეა ეძებენ. თავდაპირველი ინფორმაციით, გრდაცვლილებს თითქოს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდათ, თუმცა kvirispalitra.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ საქმე უბედურ შემთხვევასთან კი არა, მკვლელობასთან გვაქვს და სამართალდამცველებმა დანაშაულში ეჭვმიტანილიც უკვე დააკავეს. ეს ინფორმაცია, რამდენიმე წყაროსგან მივიღეთ.

მათი თქმით, ხადას ხეობაში კრიმინალისტები მუშაობენ და ამ მომენტისათვის შემთხვევის ადგილზე გაჰყავთ დანაშაულში ეჭვმიტანილი. როგორც წყარო გვეუბნება, დანაშაული ერთი პირის მიერაა ჩადენილი, რომელმაც ჯერ მამაკაცი - რაიან სმიტი მოკლა, შემდეგ კი ქალი გადააგდო ჩანჩქერში.

სმიტების 4 წლის პატარას სამძებრო სამუშაოები გრძელდება“, - წერს kvirispalitra.ge.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა