დავით ბაქრაძე - სტიქიის ზონის მოსახლეობაზე კომპენსაცია უნდა გაიცეს

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ სტიქიის ზონაში სამხედრო ძალების შეყვანა პირველი ნაბიჯია, რასაც შემდგომ მოსახლეობის ზარალის აღწერა და კომპენსირება უნდა მოჰყვეს.

როგორც დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ისინი საკითხს მხარს დაუჭრენ. „სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმითვის, რომ დაეხმაროს მოსახლეობას, რომელიც სტიქიის ზონაშია, ძალიან დაზიანდა და საფრთხე შეექმნა. ბუნებრივია, პარლამენტში „ევროპული საქართველო“ მხარს დაუჭერს დღეს განსახილველ საკითხს, მაგრამ ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი. ამას შემდგომ უნდა მოჰყვეს მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემა და ზარალის ანაზღაურება. ჩვენ, როგორც საპარლამენტო ოპოზიცია, მოვითხოვთ, რომ მოსახლეობა არა მხოლოდ დაცული იყოს და ტექნიკა იყოს გამოყენებული, არამედ შემდეგ ეტაპზე მოხდეს ზარალის აღწერა და მოხდეს მოსახლეობისთვის, რომელმაც დაკარგა სახლ–კარი და ნაკვეთები, შესაბამის კომპენსაციის გაცემა. ამიტომ ბუნებრივია, ამ საკითხთან დაკავშირებით მხარსაც დავუჭერთ და მეტსაც მოვითხოვთ მოსახლეობის ინტერესიდან გამომდინარე“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა