ოთარ კახიძე მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებაზე შესაბამისი უწყებების პასუხს ელის

როცა ამგვარი ბრალდებები ჟღერდება, ცხადია, ამ კითხვებს სჭირდება საკმაოდ ამომწურავი და დამაჯერებელი პასუხი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადების შეფასებისას განუცხადა. მისი თქმით, ყველა ამგვარი ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს.

„ყველა ამგვარი ტიპის ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს აუცილებლად სამართალდამცავი სისტემის მიერ და საზოგადოებისთვის დამაჯერებელი პასუხები გაეცეს. ეს პასუხები უნდა გაგვცეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. როცა ამგვარი ტიპის ბრალდებები ჟღერდება, ცხადია, ამ კითხვებს სჭირდება საკამოდ ამომწურავი და დამაჯერებელი პასუხი“, - განცხადა ოთარ კახიძემ.

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის ინფორმაციით, მას კონსპირაციულად შს მინისტრთან შეხვედრას სთავაზობდნენ, სადაც მისი ლიკვიდაცია ან დაკავება უნდა მომხდარიყო. როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, მას ივნისში დაუკავშირდა ერთ-ერთი პირი, რომელსაც მუჰამედის სახელით იცნობდა და გაგებული ჰქონდა, რომ სირიაში დადიოდა და უთხრა, რომ შს მინისტრს გიორგი გახარიას მასთან შეხვედრა სურდა. მაჩალიკაშვილის ინფორმაციით, შეხვედრა კონსპირაციულ ადგილას უნდა შემდგარიყო.

„ტელეფონზე დამიკავშირდნენ უცხო ნომრიდან. იყო ასეთი შემოთავაზება - ბატონ გახარიას უნდა ჩემთან შეხვედრა. მას ჩემთვის ძალიან ბევრი რამ აქვს სათქმელი, თემირლანის მკვლელობის გარშემო დატრიალებულ ამბავთან და მე უნდა დავთანხმებულიყავი ამ შემოთავაზებაზე. ვინც დამიკავშირდა, ვიცნობ შორიდან. მას ვეძახით მუჰამედს. ჩემი აზრით, ამ ადამიანს იყენებდნენ, რადგან რაიმე განზრახვა ჩემს წინააღმდეგ მას არ ექნებოდა. მივხვდი, რომ მას სუს-ის წარმომადგენლები იყენებდნენ. როდესაც ვკითხე, რომ საიდან ჰქონდა კავშირები, რომ ჩემი და გახარიას შეხვედრის ორგანიზება მოეხდინა, მითხრა, რომ ჰყავს ახლო მეგობარი, რომელიც არის გახარიას ძალიან ახლო ნათესავი. ამ შეხვედრაზე მისვლის შემთხვევაში აპირებდნენ ჩემს ლიკვიდაციას ან იქ გახარიას ნაცვლად დამხვდებოდა ასაფეთქებელი და მოხდებოდა ჩემი დაკავება ტერაქტის მომზადების მიზეზით“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მაჩალიკაშვილის ინფორმაციით, „მუჰამედი“ ერთ-ერთ შეხვედრაზე, ბესლან ლორსანოვთან ერთად მივიდა, რომელსაც ინტერპოლი ეძებდა.

„მე შევთავაზე ასეთი რამ. მე თქვენთან ერთად არ წამოვალ, თუ ასე შეგტკივათ ჩემზე გული, ამ შემთხვევაში, ამოდით პანკისის ხეობაში, იქ შემახვედრეთ, უარი ვუთხარი და იქ დამთავრდა ყველაფერი. რადგან ჩემი ნათქვამი უაზრო სიტყვა თავის აფეთქების თაობაზე, იფიქრეს ხალხისთვის ეს ამბავი ადვილად დასაჯრებელი იქნებოდა, კონსპირაციულ ადგილას მიყვანის მერე მოხდებოდა მე მგონი, ჩემი ან ლიკვიდაცია, ან დაკავება და ხალხს აჩვენებდნენ - აგერ ერთი ინტერპოლით ძებნილი, ყაჩაღი, მკვლელი, აგერ მეორე სირიაში ნამყოფი ადამიანი და მესამე პირი, რომელიც გვპირდებოდა სუს-ის წინ თავის აფეთქებას. ამ სცენარის გათამაშება უნდოდათ, მე ასეთი დასკვნა გამომაქვს“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ზაალ ანჯაფარიძე - საარჩევნო სისტემაზე ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე შეიძლება წამოვიდნენ ის პარტიები, რომლებსაც „ნაციონალების“ წინაშე რაიმე ვალდებულებები არ გააჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2020
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ყველაზე უფრო საგულისხმოა, აშშ-ს ახლად დანიშნული ელჩის დუმილი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ვაშინგტონი ყოყმანობს, რომელ პოლიტიკურ ძალაზე დადოს ფსონი
რა შესაძლებლობებს აძლევს განათლების საერთაშორისო ცენტრი საზღვარგარეთ სწავლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს - ინტერვიუ ნინო ჭელიძესთან
ირაკლი გურჩიანი - ყოველი დღე განვითარების ახალი შესაძლებლობაა და ამის დასტური „ტოიოტას“ უახლესი მოდელებია
JTI საქართველოში ისევ საუკეთესო დამსაქმებელია
სამშენებლო პროექტი - იდეიდან უძრავ ქონებამდე
უპრეცედენტო შეთავაზება "სილქნეტისგან" - ახალი აბონენტები ინტერნეტისა და ტელევიზიის მაქსიმალურ პაკეტებს სპეციალურ ფასად გაიაქტიურებენ