დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაცით, ხადას ხეობაში დაკარგულ ცოლ-ქმარს, რომლებიც გარდაცვლილები იპოვეს, სოფელ წკერეში კარავი ჰქონდა გაშლილი

დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადას ხეობაში დაკარგულ ცოლ-ქმარს, რომლებიც გარდაცვლილები იპოვეს, სოფელ წკერეში კარავი ჰქონდა გაშლილი, - ამის შესახებ ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი ავრცელებს. სეხნიაშვილის ინფორმაციით, გარდაცვლილების მცირეწლოვანი შვილის სამძებრო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს.

„ამერიკულ ოჯახს, რომელიც ხადას ხეობაში დასათვალიერებლად იყო წამოსული, სოფელ წკერეში გაშლილი ჰქონდათ კარავი. შემდეგ, როდესაც ოჯახის ახლობელსა და ამ ოჯახს შორის სატელეფონიო კავშირი შეწყდა, 112-ში განახორციელეს ზარი და დაიწყო სამძებრო სამუშაოები. როგორც მაქვს ინფორმაცია, 6 ივლისს იპოვეს ქალის ცხედარი, 7 ივლისს მამაკაცის - ცხედარი. ახლა აქტიურად მიმდინარეობს მცირეწლოვანი ბავშვის სამძებრო სამუშაოები“, - განაცხადა სეხნიაშვილმა „რუსთავი 2“-თან საუბრისას.

შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება. უწყების ინფორმაციით,, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. „პირველადი დათვალიერებით, არც ერთ გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება. ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს ორმაგი მოქალაქის სტატუსი აქვთ მინიჭებული და რამდენიმე წელია, რაც საქართველოში ცხოვრობენ“, - აცხადებენ შსს-ში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს