საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობასთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართება

საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობასთან დაკავშირებით დღეს დისკუსია გაიმართება. როგორც “ინტერპრესნიუსს“ ორგანიზაციიდან “ევროპული ალიანსი საქართველოსთვის” აცნობეს, დისკუსიაზე, სახელწოდებით - “მოვლენები, შესაძლებლობები და დაბრკოლებები ქართულ - ევროპულ გზაზე: რა არის შემდეგი?!“, - შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ, ორგანიზაცია „ევროპული ალიანსი საქართველოსთვის“ წარმომადგენელი, თეონა ლავრელაშვილი,  საქართველო-ევროკავშირის მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე მიხეილ გალერი და ა.შ.

“გეოპოლიტიკური ზეწოლისა და სხვა დაბრკოლებების მიუხედავად, საქართველოში არსებობს სრული კონსენსუსი ევროპული ინტეგრაციის მიზნის შესასრულებლად. ევროკავშირი თავის მხრივ აღიარებს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და უზრუნველყოფს მნიშვნელოვან ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას, ქვეყნის დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და ევროპეიზაციის გზაზე. საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან და უკვე სარგებლობს შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის რეჟიმითა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ჯერ არ მიუღია გაწევრიანების კონკრეტული პერსპექტივა, ევროკავშირი აღიარებს მას, როგორც მოწინავე ქვეყანას რეგიონში. უფრო მეტიც, ბოლო დროს ევროკავშირ - საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების საწინდრად უნდა იქნეს მიჩნეული შეთანხმება, რომელიც მიღწეულ იქნა ევროკომისიის კოლეჯის ყოველწლიურ შეხვედრაზე, რაც საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან სწორი მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯია. თუმცა, მსგავსი მოვლენები საზოგადოებისთვის უფრო ნაკლებად შესამჩნევია და მათ არ გააჩნიათ ისეთივე წონა, როგორიც აქვს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპაში უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობას“, - ნათქვამია ორგანიზაციის ინფორმაციაში.

დისკუსია “ევროპული ალიანსი საქართველოსთვის” ინიციატივით და ევროპარლამენტში საქართველო-ევროკავშირის მეგობრობის ჯგუფის მხარდაჭერით გაიმართება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს