გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 9 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, მთაწმინდის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, ზღვისუბნის დასახლების IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და ჭოპორტის ქუჩის მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩოლოყაშვილის I კვარტლის, ბერი გაბრიელ სალოსის, არტურ ლაისტის, ჯავადის და მიკოლა ბაჟანის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 III მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II მიკრორაიონის მცხოვრებლებს. გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრორაიონის მცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), სარაჯიშვილის, ხევძმარის და შეშელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ელენე ახვლედიანის ხევის და ელენე ახვლედიანის ქუჩის მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შანიძის, ჯანაშიას, მელიქიშვილის, ხორავას, თარხნიშვილის, ინოლა გურგულიას, ყაზბეგის, ტატიშვილის, ბაქრაძის, ბარნოვის და გუდაურის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის(ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, - აცხადებენ „თელასში“.

ვაჟა ბერიძე - გაუგებარია საზოგადოების რა ნაწილს წარმოადგენს მმართველი ძალა და ვისთვისაა „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა სისხლხორცეულად აუცილებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2019
თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
სილქნეტი მედიასივრცეში გავრცელებულ ბოლოდროინდელ ბრალდებას ეხმიანება სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ოლიგოპოლიასთან დაკავშირებით