ქუთაისში მოსკოვის თეატრის გასტროლი გააპროტესტეს

არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" ქუთაისის ლადო მესხიშვილის დრამატული თეატრის სცენის მოსკოვის თეატრის სცენისათვის დათმობას აპროტესტებს და იმერეთის გუბერნიას და ქუთაისის მერიას რუსული პროპაგანდის მხარდაჭერაში ადანაშაულებს.

8 ივნისს, ქუთაისში მოსკოვის თეატრმა - "ნიკიტინსკის კარიბჭემ" ნოდარ დუმბაძის რომანის - "მე, ბებია, ილიკო და ილარიონის" მიხედვით დადგმულ ორმოქმედებიან კომედია წარმოადგინა.

"გუშინ, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის სცენა მოსკოვის ერთ-ერთ თეატრს დაეთმო. ეს ხდება მტრის მხრიდან მცოცავი ოკუპაციის, ადამიანების გატაცებისა და სიცოცხლის განადგურების ფონზე, მაშინ როცა რუსული იმპერიალიზმი ყველა ფორმით ებრძვის საქართველოს სახელმწიფოებრიობას. რაც ყველაზე სამარცხვინოა ამაში ჩართულია იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია და ქუთაისის მერია“, - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩემი სახლიას“ წარმომადგენელმა თორნიკე ბარათაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს