ნიკარაგუაში საპროტესტო აქციებზე შეტაკებისას 14 ადამიანი დაიღუპა

ნიკარაგუაში საპროტესტო აქციების დროს 14 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ადგილობრივი ცენტრის ხელმძღვანელმა ვილმა ნუნიესმა განაცხადა.

„ეს საშინელებაა. სულ მცირე 14 დაღუპული გვყავს, თუმცა მათი რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს. დაღუპულებს შორის სულ მცირე სამი პოლიციელი და ხელისუფლების ერთი შეიარაღებული მომხრეა“, - განაცხადა ნუნიესმა.

ნიკარაგუაში საპროტესტო აქციები 18 აპრილიდან საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ იმართება. ქვეყნის პრეზიდენტმა დანიელ ორტეგამ რეფორმა უკვე გააუქმა, თუმცა მასობრივი გამოსვლები არ წყდება.

უფლებადამცველების ინფორმაციით, საპროტესტო აქციების დროს, აპრილიდან დღემდე 323 ადამიანი გარდაიცვალა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა