ჭუბერის ხეობაში დილიდან დროებითი ხიდის დამონტაჟების სამუშაოები მიმდინარეობს

ჭუბერის ხეობაში, დროებითი ხიდის დამონტაჟების სამუშაოები დღეს დილიდან მიმდინარეობს. ხიდი ჭუბერის ცენტრში მონტაჟდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელმა განუცხადა, დროებითი ხიდის სამშენებლო სამუშაოები 3-4 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს მდინარე ნენსკრას ძველ კალაპოტში დაბრუნება.

საავტომობილო გზის მონაკვეთზე ტექნიკა მუშაობს და გზის გაწმენდითი და გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე მუშაობენ ელექტროენერგიის აღდგენაზეც. გუშინ, საღამოს საათებში შესაძლებელი გახდა ნენსკრას მარცხენა სანაპიროზე აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება.

მდინარის დონე ივლისის თვისთვის დამახასიათებელ ნიშნულს მიუახლოვდა, შესაბამისი სამსახურები წყლის დონის მომტებას არ პროგნოზირებენ.

ჭუბერის ხეობაში დილიდან დროებითი ხიდს ამონტაჟებენ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა