ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ 6 თვით გახანგრძლივებული სანქციები დღეს ოფიციალურად შევიდა ძალაში

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ ექვსი თვით გახანგრძლივებული ეკონომიკური სანქციები დღეს ოფიციალურად შევიდა ძალაში.

ამის შესახებ ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალშია ნათქვამი.

„2018 წლის 5 ივლისს ევროკავშირის საბჭომ რუსეთის ეკონომიკის გარკვეული სექტორების წინააღმდეგ მიმართული ეკონომიკური სანქციები 2019 წლის 31 იანვრამდე გაახანგრძლივა. გადაწყვეტილება ძალაში 9 ივლისს შედის“, - ნათქვამია დოკუმენტში.

2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ბიზნესისა და კონკრეტული პირების წინააღმდეგ რიგი ეკონომიკური სანქციები შემოიღო.

ავთანდილ წულაძე - საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის სტრატეგიული მიზანი არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2020
ვახტანგ ხმალაძე - ეუთო/ოდირის პასუხი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციის წინადადებაზე სავარაუდოდ, ამ თვის ბოლომდე უნდა იყოს
გათამაშდა 1 მილიონ 182 454 ლარი - იძებნება მოგებული!
თეგეტა მოტორსმა 2019 წელი ავტოინდუსტრიის ბაზრის ლიდერის სტატუსით დახურა
სილქნეტმა გლობალურ საკომუნიკაციო კომპანია OneWeb-თან თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი
გეოგრაფიკი და კოლიერსი აბასთუმნის განვითარების პროექტის შესახებ