დიდ ბრიტანეთში „ნოვიჩოკით“ მოწამლული პირი გარდაიცვალა

44 წლის დონ სტერჯესი, რომელიც დიდი ბრიტანეთის ქალაქ ეიმსბერიში ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება „ნოვიჩოკით“ მოიწამლა, გარდაიცვალა.

ამ ნივთიერებით გასულ კვირას ორი ადამიანი მოიწამლა. პოლიცია ამჟამად ცდილობს გაარკვიოს, თუ რა ვითარებაში მოიწამლნენ დონ სტერჯესი და 45 წლის ჩარლი როული, რომლებიც სხვადასხვა ქალაქებში ცხოვრობდნენ.

მომხდარის შესახებ სტერჯესის ოჯახი უკვე ინფორმირებულია, მის ნათესავებთან სპეციალური სამსახურების თანამშრომლები მუშაობენ.

ბრიტანეთის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ სტერჯესი და როული იმ ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების ნარჩენებით მოიწამლნენ, რომელიც სკრიპალების წინააღმდეგ იყო გამოყენებული.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს