ინდოეთში შეიარაღებული პირები პოლიციას თავს დაესხნენ

ინდოეთის ჩრდილოეთში, ჯამუსა და კაშმირის შტატებში შეიარაღებული პირების ჯგუფი ცენტრალური რეზერვის პოლიციის ძალების ბანაკს თავს დაესხა. ამის შესახებ ადგილობრივი ტელეარხი Zee News იუწყება.

მისი ინფორმაციით, შეტაკება ძალოვნებსა და ექსტრემისტებს შორის მას შემდეგ მოხდა, რაც თავდამსხმელებმა პოლიციის ბანაკის ტერიტორიაზე ყუმბარა ისროლეს.

ამჟამად შეტაკების ადგილზე, სადაც, სავარაუდოდ, ექსტრემისტები იმალებიან, სპეცრაზმი სამძებრო ოპერაციას ატარებს.

წინასწარი ინფორმაციით, პოლიციელებს შორის არავინ დაშავებულა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა