თამარ ხულორდავა - ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირებულია

ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირებულია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ განუცხადა.

ხულორდავას თქმით, სტატისტიკური მონაცემები გაუმჯობესებულია მათ შორის გერმანიაში, სადაც თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდა შეშფოთებას იწვევდა და გარკვეულ კითხვებს აჩენდა უვიზო რეჟიმის შემდგომ ბედთან დაკავშირებით. დეპუტატის თქმით, გერმანიის მიერ საქართველოს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების სიაში შეყვანის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, თუმცა გასავლელია მთელი რიგი ბიუროკრატიული პროცედურები.

„გერმანიის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანასთან დაკავშირებით ჩვენ ვმუშაობთ. საგარეო საქმეთა სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტო ძალიან აქტიურად თანამშრომლობენ გერმანელ კოლეგებთან. არსებობს პოლიტიკური ნებაც, რომელიც დაფიქსირდა გერმანიის შესაბამისი უწყებების მხრიდან, თუმცა ეს არის პროცედურა, რომელიც გარკვეულ დროსთან არის დაკავშირებული. გამომდინარე იქიდან, რომ გერმანია არის ფედერალური რესპუბლიკა, ჯერ მიწების დონეზე უნდა იქნას ეს გადაწყვეტილება მიღებული, რომ შემდეგ შესაძლებელი გახდება ფედერალურ დონეზე ასეთი გადაწყვეტილების მიღება. პროცესი დაწყებულია და იმედია, მალე დასრულდება. პრინციპის დონეზე პრაქტიკულად ეს გადაწყვეტილება არის მიღებული. გერმანია აღიარებს იმას, რომ უსაფრთხო ქვეყნების სიაში საქართველო ნამდვილად უნდა იყოს. ახლა დარჩენილია მთელი რიგი ბიუროკრატიული ქმედებებისა, რომელიც განსახორციელებელია და დამოკიდებული ვართ იმაზე, რამდენი ხანი დასჭირდება ამ პროცესის ჩატარებას“, - განაცხადა ხულორდავამ.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა, მათ შორის, საინფორმაციო კამპანიის კუთხით, გარკვეული შედეგი გამოიღო და შემცირებულია იმ პირთა რაოდენობა, რომელებიც ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფარის საძიებლად მიემგზავრებიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო