დღეიდან “ლოტო 6/36“-ის ინტერნეტ პლატფორმა ამოქმედდა

საქართველოს ეროვნული ლატარია ტირაჟიანი “ლოტო 6/36“-ის გათამაშებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, დღეიდან “ლოტო 6/36“-ის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ სახლიდან გაუსვლელად ლოტოს ბილეთი შეიძინონ და მოიგონ უკვე 750 000 ლარი ჯეკპოტი ინტერნეტის საშუალებით.

“ამისთვის ისინი უნდა დარეგისტრირდნენ საქართველოს ეროვნული ლატარიის ვებგვერდზე www.lotto.ge, გაიარონ რეგისტრაციისთვის საჭირო პროცედურები და იბრძლონ ჯეკპოტისთვის.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ლატარიის ონლიანპალტფორმით სარგებლობა არ შეეძლებათ არასწრულწლოვნებს, რეგისტრაციას და გათამაშებაში მონაწილეობას შეძლებენ მხოლოდ 18 წელს მიღწეეული პირები.

იმისთვის, რომ დარეგისტრირდეთ www.lotto.ge-ზე აუცილებელია გაიაროთ შემდეგი პროცედურები: რეგისტრაცია შესაძლებელია პირადი ელექტრონული ფოსტის, Faceboიk-ისა და Google-ის პირადი ანგარიშების საშუალებით; მომხმარებლის ასაკის დასადგენად მომხმარებელმა მითითებულ მისამართზე უნდა გამოაგზავნოს პირადობის მოწმობის ფოტო, რომლის იდენტიფიკაციის შემდეგ, შესაძლებელი იქნება ბილეთის შეძენა; რეგისტრაციის გავლის შემდეგ მომხმარებელმა უნდა შეავსოს საკუთარი ვირტუალური საფულე; ვირტუალური საფულის შევსება შესაძლებელია Visa და Masercard პლასტიკური ბარათებით, TBC Pay-ის აპარატებით და Unipay-ის საშუალებით; ბალანსზე მინიმალური შესატანი თანხის ოდენობა 2 ლარი, ხოლო მაქსიმალური 5000 ლარია; ბალანსზე თანხის შეტანის შემდეგ “ლოტო6/36’’-ის ბილეთის შესაძენად მომხმარებელი ირჩევს მისთვის სასურველ ციფრებს, რომელთა მონიშვნის შემდეგ, ხდება ბილეთის შეძენა.

შეგახსენებთ, რომ “ლოტო 6/36’’-ის თამაშის წესები რჩება უცვლელი, გათამაშება კი გაიმართება ყოველ სამშაბათსა და პარასკევს, “რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში, 9 საათიანი კურიერის დაწყების წინ. მოგების შემთხვევაში ინტერნეტმომხმარებელს მოგებული თანხის გადატანა შეუძლია საკუთარ ბარათზე, იმ შემთხვევაში თუ, აღნიშნული ბარათით www.lotto.ge-ზე ერთხელ მაინც აქვს რაიმე სახის ოპერაცია განხორციელებული, ასევე შესაძლებლობა ექნება მოგებული თანხა გაანაღდოს საქართველოს ეროვნული ლატარიის სერვის ცენტრებსა და „თიბისი ბანკის’’ ნებისმიერ ფილიალში.

საქართველოს ეროვნული ლატარია უახლოესს მომავალში სხვა პროდუქტების დანერგვას აპირებს, რომლებიც ინტერნეტით იქნება ხელმისაწვდომი და რომელთა საშუალებით კიდევ უფრო გაიზრდება გამარჯვების შანსი.

გახსენებთ - მოგება შეუძლია ყველას! საქართველოს ეროვნული ლატარია გისურვებთ წარმატებებს“, - ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა