სოზარ სუბარი არც უარყოფს და არც ადასტურებს ინფორმაციას, რომ შესაძლოა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნოს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი არც უარყოფს და არც ადასტურებს ინფორმაციას, რომ შესაძლოა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დანიშნონ.

როგორც სუბარმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სად გააგრძელებს მუშაობას, უახლოეს პერიოდში გამოჩნდება.

მისივე განცხადებით, იყო და დარჩება საქართველოს სამსახურში.

„ამ წუთში არაფერზე არ ვილაპარაკებ, სადაც ვიქნები გამოჩნდება. ყოველი შემთხვევისთვის სადაც ვყოფილვარ, საქართველოს სამსახურში ვიყავი“, - განაცხადა სუბარმა.

ამასთან, სუბარმა უარყო კიდევ ერთი გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად ინიშნება.

როგორც ცნობილია, სამინისტრო, რომელსაც ახლა სოზარ სუბარი ხელმძღვანელობს, მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად რამდენიმე უწყებაში ერთიანდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო