დიმიტრი ხუნდაძე - არასამთავრობო სექტორის კატეგორიული მოთხოვნა, რომ მთავრობა მათი გემოვნებით დაკომპლექტდეს, სწორი არ არის

საქართველოს ეყოლება მცირე, მაგრამ ეფექტური მთავრობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განუცხადა.

დიმიტრი ხუნდაძე მთავრობის განახლებულ შემადგენლობაზე ჯერჯერობით ვერ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრი პარლამენტს ისეთი შემადგენლობის მთავრობას წარუდგენს, რომელიც მმართველი გუნდის მხარდაჭერას მიიღებს.

რაც შეეხება კითხვას, მთავრობაში იუსტიციის მინისტრის პოსტზე თეა წულუკიანის დარჩენასთან დაკავშირებით, ხუნდაძის თქმით, „არასამთავრობო სექტორის კატეგორიული მოთხოვნა, რომ მთავრობა მათი გემოვნებით დაკომპლექტდეს, სწორი არ არის“.

„თეა წულუკიანი არის აქტიური მინისტრი, ის არის ჩვენი გუნდის წევრი, იმის მიუხედავად, რომ გარკვეული ხარვეზები იყო. თეა წულუკიანს ნამდვილად ექნება ჩემი ხმა“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა