ზაზა სარალიძე - ჯგუფს, რომელმაც ფილმი "სისხლით მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან" გადაიღო, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან უშვებენ

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას აპირებს.

როგორც სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ჯგუფს, რომელმაც გადაიღო ფილმი "სისხლით მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან", სამსახურიდან უშვებენ და ამ საკითხზე სურს მას არხის ხელმძღვანელობასთან საუბარი.

"საზოგადოებრივი მაუწყებლის ჯგუფს, რომელმაც ფილმი გადაიღო, სამსახურიდან უშვებენ. ადვოკატს ველოდები და ვაპირებ შესვლას უფროსთან. რად უნდა გაფრთხილება, დამემალება? თუ დამემალება, დამემალოს. მე ადამიანურად გასასაუბრებლად შევდივარ, საომრად კი არა", - განაცხადა სარალიძემ.

ამ წუთებში სარალიძე ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოსთან იმყოფება, სადაც ზვიად კუპრავა, საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარი ინციდენტის საქმეზეა დაბარებული.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს