ოლიკო შერმადინი - იუსტიციის უმაღლესი საბჭო ძირითადად დაკავებულია კვლევის ავტორების კრიტიკით და სერიოზულად არ უდგება პრობლემებს

ბოლო 2-3 წელია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში" მოდიან ბიზნესმენები, ინვესტორები და ადვოკატები, რომლებიც ამბობენ, რომ კორუფციის სავარაუდო შემთხვევები მომრავლებულია სასამართლო სისტემაში, - ამის შესახებ ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" იურისტმა ოლიკო შერმადინმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ის გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის დიმიტრი გვრიტიშვილის მოსაზრებას, სადაც „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ მოუწოდებს, რომ გაასაჯაროვოს იმ პირთა ვინაობა, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციასთან სასამართლოში არსებულ კორუფციაზე ანონიმურად საუბრობენ.

"მათ აქვთ ძალიან სერიოზული ეჭვი, რომ დღეს სასამართლო სისტემაში საქმეები ლაგდება (ჩაწყობები ხდება). ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის გვეცნობებინა. პირები, რომლებიც ამაზე საუბრობენ, სამწუხაროდ, საჯაროდ არ აკეთებენ ამ განცხადებებს, შესაბამისად, ვინაობა ანონიმურად დავტოვეთ. უნდა ითქვას, რომ ადვოკატები, რომლებიც კვლევაში არიან წარმოდგენილი, აღსანიშნავია, რომ თავიანთ სფეროებში საკმაოდ წარმატებული ადვოკატები არიან. ვფიქრობთ, რომ მათი შეფასებები ანგარიშგასაწევია", - განაცხადა ოლიკო შერმადინმა.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ძირითადად დაკავებულია კვლევის ავტორების კრიტიკით და სერიოზულად არ უდგება იმ პრობლემებს, რომელიც ანგარიშშია ასახული.

"ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ დღევანდელ სხდომაზე ჩვენი ანგარიშის მიგნებები დეტალურად იქნება განხილული. მზად ვართ, ამ სხდომის ფორმატშიც კიდევ დამატებით განვიხილოთ ეს საკითხი და დამატებითი ინფორმაცია მივაწოდოთ საბჭოს",- განაცხადა შერმადინმა.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მოუწოდებს, რომ გაასაჯაროვოს იმ ადამიანთა ვინაობა, რომლებიც მათ კვლევაში სასამართლო სისტემაში არსებულ კორუფციულ გარიგებებზე საუბრობენ.

როგორც დიმიტრი გვრიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, არასამთავრობო ორგანიზაცია თუ ნამდვილად ფლობს დადასტურებულ ინფორმაციას სასამართლოში არსებულ კორუფციაზე, მაშინ ანონიმურმა ადამიანებმა ჩვენება სამართალდამცველებსაც უნდა მისცენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა