ბრიუსელში აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება

11 ივლისს ბრიუსელში აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰიქმეთ გაჯიევმა განუცხადა.

„აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების - იგორ პოპოვის, სტეფან ვისკონტისა და ენდრიუ შოფერის შუამავლობით ერთმანეთს 11 ივლისს ბრიუსელში შეხვდებიან. ამ შეხვედრაში მონაწილეობას ეუთო-ს თავმჯდომარის პირადი წარმომადგენელი ანჯეი კასპრჟიკიც მიიღებს“, - განაცხადა გაჯიევმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე მხარეები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხზე იმსჯელებენ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა