წელს, მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდაზე გასული პირების 71% ჩაიჭრა

მიმდინარე წელს, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის 108 834 შემთხვევის 71% ჩაჭრით დასრულდა. Allnews.ge საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე წერს, რომ 2018 წლის პირველ ნახევარში საქართველოს მასშტაბით მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე 57 378 გასვლა დაფიქსირდა, საიდანაც 31 316-მა გამოცდა წარმატებით ჩააბარა, 26 062-მა პირმა კი ვერ ჩააბარა. რაც შეეხება პრაქტიკულ გამოცდას, 2018 წლის პირველ ნახევარში 108 834 გასვლა დაფიქსირდა, საიდანაც წარმატებით 31 894 ჩაბარება დაფიქსირდა, ხოლო წარუმატებელი - 76 940.

გასულ წელს კი შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე სულ 143 854 გასვლა დაფიქსირდა, საიდანაც 80 659 შემთხვევაში გამოცდის წარმატებით გადალახვა დაფიქსირდა, ხოლო 63 195 შემთხვევაში - წარუმატებელი. გამოცდის პრაქტიკული ნაწილზე კი 345 053 გასვლა დაფიქსირდა, მათგან წარმატებული 74 877 აღმოჩნდა, წარუმატებელი - 170 176.

იხილეთ სტატია

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს