რუსთავის სასამართლოს მოსამართლედ მაია შოშიაშვილი დაინიშნა

რუსთავის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობაზე მოსამართლე მაია შოშიაშვილი გამწესდა. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღევანდელ სხდომაზე ფარული კენჭისყრით მიიღო.

მაია შოშიაშვილის რუსთავის სასამართლოში მოსამართლედ დანიშვნას მხარი საბჭოს 13-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი 1 იყო.

შეგახსენებთ, მოსამართლე მაია შოშიაშვილი, ამ დრომდე თბილისის საქალაქო სასამართლოში, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მუშაობდა. რუსთავის საქალაქო სასამართლოში, აღნიშნულ ვაკანსიაზე დანიშვნის სურვილი საერთო ჯამში ხუთმა მოსამართლემ გამოთქვა. მათ გასაუბრება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასულ კვირას გაიარეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა