თამარ ჩუგოშვილი - პარლამენტში დეპუტატთა ეთიკის სტანდარტის მიღებასა და ეთიკის საბჭოს შექმნაზე უარის თქმა მიუღებელია

პარლამენტში დეპუტატთა ეთიკის სტანდარტის მიღებასა და ეთიკის საბჭოს შექმნაზე უარის თქმა, არის მიუღებელი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა იმ კოლეგების საპასუხოდ განაცხადა, რომლებიც რეგლამენტით ეთიკის წესების დადგენას ეწინააღმდეგებიან.

ჩუგოშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარლამენტში ეთიკის წესების და ეთიკის საბჭოს არსებობა აუცილებელია და ამ მიმართულებით ახალი რეგლამენტის პროლექტში ასახული ნორმები მსოფლიოს საუკეთესო გამოცდილებას ეფუძნება.

„ძალიან სამწუხაროა, რომ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრებმა უარი თქვეს პროექტის მხარდაჭერაზე მხოლოდ იმიტომ, რომ დოკუმენტში წერია ეთიკის საბჭოს შესახებ. ამის შენარჩუნება აუცილებელია და არ ვაპირებ უარი ვთქვა. იმდაგვარი მიდგომა, რომ „ვარ არჩეული დეპუტატი და თავად ამომრჩეველი შემაფასებს“, არასწორია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ პარლამენტის წევრმა ეთიკის ელემენტარული სტანდარტები არ დაიცვას. არც იმას ნიშნავს, რომ ეთიკის სტანდარტების შემოღება არის ვინმეს დაკნინება. არ არსებობს არც ერთი ცივილიზებული ქვეყნის პარლამენტი, სადაც დეპუტატთან ეთიკის წესები არ არის დადგენილი და არ მოქმედებს შესაბამისი საბჭო“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ამასთან, ჩუგოშვილი არ გამორიცხავს, გადაიხედოს ცვლილებების ის ნაწილი, რომელიც ეთიკის წესების დარღვევის შემთხვევაში, სანქციების გამოყენებას ეხება.

პარლამენტში ახალი რეგლამენტის პროექტის განხილვა გრძელდება. პროექტის ერთ-ერთი სიახლე, რაც „ქართული ოცნების“ დეპუტატების ნაწილს არ მოსწონს, რეგლამენტით ეთიკის სტანდარტების განსაზღვრა და ეთიკის საბჭოს ამოქმედებაა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს