ხადას ხეობაში ამერიკელი ოჯახის მკვლელობის საქმეზე შსს-ში განცხადება გაკეთდება

ხადას ხეობაში ამერიკელი ოჯახის მკვლელობის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში განცხადება გაკეთდება. ბრიფინგი შინაგან საქმეთა სამინისტროში 14:00 საათზე ჩაინიშნა.

6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ. შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა მათი ძებნა იმავე დღეს, შეტყობინების შესვლისთანავე დაიწყეს. ცოლ-ქმარი გარდაცვლილები ნახეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილებს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდათ, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, საქმე მკვლელობას ეხება და სამართალდამცველებმა დანაშაულში ეჭვმიტანილი, რომელიც მწყემსია, უკვე დააკავეს. 4 წლის ბავშვი დამარხული იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მწყემსმა თავად აჩვენა მაშველებს ადგილი, სადაც ბავშვის ცხედარი ჰქონდა გადამალული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა