დავით გაბაიძე - გვაქვს მოლოდინი, რომ პრეზიდენტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ჩვენს მიერ წარდგენილ თორნიკე რიჟვაძეს მხარს დაუჭერს

საქართველოს პრეზიდენტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქციებთან კონსულტაციებს სავარაუდოდ, 12 ივლისიდან დაიწყებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ  განუცხადა, მოლოდინი აქვთ, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მათ მიერ წარდგენილ კანდიდატს - თორნიკე რიჟვაძეს მხარს დაუჭერს.

დავით გაბაიძის ინფორმაციით, საკითხი მხარეებს შორის ინტენსიური კონსულტაციების შემდეგ გადაწყდება.

თორნიკე რიჟვაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად რამდენიმე დღის წინ დაასახელეს. თორნიკე რიჟვაძე საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი იყო.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა ზურაბ პატარაძემ რამდენიმე დღის წინ დატოვა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს