მედიის ინფორმაციით, ტაილანდის ხელისუფლება დატბორილი გამოქვაბულიდან გამოყვანილი მოზარდების ვინაობას მშობლებს არ უმხელს

ტაილანდში, დატბორილი გამოქვაბულიდან გუშინ გამოყვანილი მოზარდების ვინაობის შესახებ მშობლებს ინფორმაცია არ აქვთ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 4 მოზარდი, რომლებიც, სავარაუდოდ, ყველაზე მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან, პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„თუმცა, გადარჩენილი მოზარდების ოჯახების დამშვიდების ნაცვლად, ტაილანდის ხელისუფლებამ გადაწყვიტა ისინი რამდენიმე დღის მანძილზე კონტაქტს აარიდონ. მოზარდების მშობლებმა არ იციან, არიან თუ არა გადარჩენილებს შორის მათი შვილები. სავარაუდოდ, ეს ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით კეთდება, თუმცა, ამავდროულად, გადარჩენილი მოზარდების ვინაობის დასახელებამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს გამოქვაბულში დარჩენილი სხვა მოზარდების ოჯახებზე“, - წერს ერთ-ერთი ტაილანდური გამოცემა.

ტაილანდის ჩრდილოეთში, დატბორილი გამოქვაბულიდან მოზარდების გამოყვანის ოპერაცია ადგილობრივი დროით 11:00 საათზე განახლდა. ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე სამაშველო ოპერაციის გაერთიანებული შტაბის უფროსმა ნარონგსაკ ოსოთხანაკონმა განაცხადა.

„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ გამოქვაბულიდან ევაკუაციის ოპერაცია დღეს დილით, 11 საათზე განახლდა“, - განაცხადა ნარონგსაკ ოსოთხანაკონმა.

სამაშველო ოპერაციის პირველი ფაზის დროს მიწის ზედაპირზე ოთხი მოზარდი ამოიყვანეს, რომლებიც ახლა რეაბილიტაციას ქალაქ ჩიანგრაის საავადმყოფოში გადიან.

შეგახსენებთ, რომ ჩიანგრაის პროვინციაში, გამოქვაბულში ივნისის ბოლოდან მოზარდების საფეხბურთო გუნდი მწვრთნელთან ერთადაა ბლოკირებული. ისინი გამოქვაბულში ძლიერი წვიმის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე შევიდნენ, წვიმის შედეგად კი, შესასვლელი დაიტბორა. გამოქვაბულში ჩარჩენილები მხოლოდ 10 დღის შემდეგ აღმოაჩინეს. სამაშველო ოპერაციას ის ფაქტორიც ართულებს, რომ ტაილანდში წვიმების სეზონი დაიწყო.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა