ვლადივოსტოკში კიმ ჩენ ინის პირადი თვითმფრინავი შენიშნეს

რუსეთის ქალაქ ვლადივოსტოკში ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის პირადი თვითმფრინავი შენიშნეს. სამხრეთკორეული სააგენტო Yonhap-ის ინფორმაციით, თვითმფრინავმა ვლადივოსტოკის აეროპორტში სამი საათის განმავლობაში დაჰყო, შემდეგ კი ფხენიანში დაბრუნდა.

თვითმფრინავის ბორტზე კიმ ჩენ ინის ყოფნის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Yonhap წერს, რომ თვითმფრინავით, შესაძლოა, რუსეთში ჩრდილოკორეელი მაღალჩინოსნები ჩასულიყვნენ, რომლებიც კიმ ჩენ ინის ვიზიტის მომზადებაზე მუშაობენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს