ოთარ კახიძე - აუცილებელია, საპროკურორო საბჭოს სხდომა მედიისთვის გაიხსნას, რომ ცნობილი გახდეს, რა კრიტერიუმებით მოხდება მთავარი პროკურორის შერჩევა

აუცილებელია, გაიხსნას საპროკურორო საბჭოს სხდომა მედიისთვის, რათა საზოგადოებამ თავად იხილოს, თუ რა პროცესი გაიმართება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრის ოთარ კახიძემ განაცხადა.

„მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომ 11 ივლისს გაიმართება საპროკურორო საბჭოს სხდომა, რომელ სხდომაზეც გაესაუბრებიან მთავარი პროკურორის კანდიდატებს. იმ ფონზე, როდესაც არსებობს სრული უნდობლობა პროცესის მიმართ, რომელსაც წარმართავს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, „ევროპული საქართველო“ მიიჩნევს, რომ აუცილებელია გაიხსნას საპროკურორო საბჭოს სხდომა მედიისთვის, რომ ჩვენმა საზოგადოებამ თავად იხილოს, თუ რა პროცესი განვითარდება სხდომაზე და რა კრიტერიუმებით აპირებს ხელისუფლება მთავარი პროკურორის შერჩევას. „ევროპული საქართველო“ აცნობიერებს, რომ ხელისუფლება ცდილობს თავისი კანდიდატის გაყვანას, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების წინაშე მოხდეს პროცესის დემონსტრირება. როგორც საპროკურორო საბჭოს წევრი, მივმართავ საბჭოს თავმჯდომარეს, 11 ივლისის სხდომა იყოს ღია და გამჭვირვალე საზოგადოებისთვის“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

მთავარი პროკურორობის კანდიდატებად შალვა თადუმაძე, შალვა შავგულიძე და ნინო გოგნიაშვილი დასახელდნენ.

შალვა თადუმაძის და ნინო გოგნიაშვილის კანდიდატურები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წარადგინა, შალვა შაგვულიძის კანდიდატურა კი - „ევროპულმა საქართველომ“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო