აჭარის მთავრობის სახლთან სატვირთო ავტომობილის მძღოლები აქციას მართავენ

აჭარის მთავრობის სახლთან სატვირთო ავტომობილის მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ. შეკრებილების თქმით, ისინი საერთაშორისო გადაზიდვებს ახორციელებენ და გადაზიდვებს ძირითადად თურქეთში ახდენენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ორი კვირაა თურქეთის ტერიტორიაზე გადასასვლელად ნებართვას ვერ ღებულობენ.

მძღოლების თქმით, შემოსვალის ერთადერთი წყარო სწორედ ეს არის და თუ მათ მოთხოვნას არ გაითვალისწინებენ, ხვალ, სარფში აქციის გამართავს გეგმავენ.

"ადრე ვიღებდით ერთწლიან ნებართვას, ვიხდიდით 870 ლარს და გადასვლაზე შეზღუდვა არ გვქონდა, ახლა შემოიღეს სამდღიანი ნებართვები, რასაც ვიღებდით, მაგრამ ორი კვირაა გვეუბნებიან, რომ ნებართვების ლიმიტი ამოწურულია და ქართველ მძღოლებზე საერთოდ აღარ გაიცემა. ჩემი საქონელის გადმოტანა მინდა და ვერ ვახერხებ. უნდა დავიქირაო გადამზიდავი და გადმოვიტანო, მაშინ როცა თურქი მძღოლები უპრობლემოდ გადმოდიან და გაცილებით მცირე თანხას იხდიან", -ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა