ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული რვავე პირის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო

ღამის კლუბებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისას ნარკორეალიზატორების საქმეზე დაკავებული რვავე პირის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო. თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულების წინასასამართლო პროცესი 14:00 საათზეა დანიშნული.

აღსანიშნავია, რომ რვავე პირის საქმეს სასამართლო ცალკე წარმოებად გამოყოფის შემდეგ ცალ-ცალკე განიხილავს.

რვავე პროცესი დღეს, ერთსა და იმავე დროს არის დანიშნული. დღევანდელ პროცესზე სასამართლო აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხს და მტკიცებულებების დასაშვებობას განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ 12 ივნისს, კლუბ “ბასიანსა“ და კაფე “გალერიში“ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, რის შედეგადაც 8 პირი დააკავეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო