ხადას ხეობის მცხოვრებლების ინფორმაციით, 19 წლის მწყემსსა და სმიტების ოჯახს შორის დაპირისპირება, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე დაიწყო

ხადას ხეობაში ცოლ-ქმრისა და 4 წლის ბავშვის მკვლელობის საქმეზე ადგილობრივები დეტალების შესახებ საუბრობენ. მათი ინფორმაციით, 19 წლის მწყემსსა და რაიან სმიტს შორის ფიზიკური დაპირისპირება, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა, რის შემდეგაც მან სმიტი მოკლა.

ამის შემდეგ, ადგილობრივების ინფორმაციით, მწყემსმა ლორა სმიტზე ძალადობა სცადა, თუმცა, გაქცევისას ლორა სმიტი ჩანჩქერიდან გადავარდა და დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით, ცოლ-ქმრის მკვლელობის შემდეგ, მწყემსმა მათი მცირეწლოვანი შვილი თოფით მოკლა, რადგან ბავშვი ტიროდა.

„როგორც თვითონ უთქვამს, ბავშვი ტიროდა და რას ვუზამდიო?! ქალს ფეხი დაუცდა სურათის გადაღების დროს, მივვარდი რომ არ გადავარდნილიყოო, ეს ცუდად შენიშნა იმ კაცმა და სახეში გამარტყაო. ამის შემდეგ გავმწარდი, ავიღე თოფი და ვესროლეო.

ჯერ კაცი ჰყავს მოკლული, ქალზე იძალადა და მერე ბავშვიც მოკლა. როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, მოკლულ კაცს სახეში აქვს ნასროლი, თვალებიც არ აქვს... ბავშვის ზურგჩანთაც გახვრეტილია, რომელიც მოკლულს ზურგზე ეკეთა. მერე ცხენის ძუაზე მოუბამს ეს კაცი და ისე გამოუთრევია“, - განუცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა „ქრონიკას“.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, თავად მწყემსმა შეატყობინა სოფლის მოსახლეობას, რომ ახალგაზრდა ქალის გვამი იპოვა, რასთან მიახლოებაც, მისივე თქმით, ეშინოდა. მათივე ინფორმაციით, მცირეწლოვანი ბავშვის სამძებრო ოპერაციაში თავად დაკავებულიც მონაწილეობდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა