„რია ნოვოსტი“ - საქართველო შესაძლოა, ნატო-ში გამარტივებული პროცედურით შევიდეს

ნატო-მ შესაძლოა, საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების გარეშე ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივა გახსნას. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ ბრიუსელიდან დიპლომატიურმა წყარომ განუცხადა.

„სავარაუდოდ, ნატო-ს სამიტი კვლავ დაადასტურებს საქართველოსთან მიმართებაში არსებულ პოზიციას და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მესამე ქვეყნები ალიანსის გაფართოების პროცესში არ უნდა ერეოდნენ. სამიტზე, შესაძლოა, ითქვას, რომ საქართველოს შეუძლია ნატო-ს წევრი MAP-ის მინიჭების გარეშეც გახდეს. ყოველ შემთხვევაში, ასეთი დისკუსიები მიმდინარეობს. ინტეგრაციის პირველად ინსტრუმენტებად შესაძლოა ყოველწლიური ეროვნული პროგრამები (ANP) და ნატო-საქართელოს არსებითი პაკეტი (SNGP) ჩაითვალოს“, - აცხადებს „რია ნოვოსტის“ წყარო.

ნატო-ს სამიტი ქალაქ ბრიუსელში 11-12 ივლისს გაიმართება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო