გიორგი ჩერქეზიშვილი - საგადასახადო რეჟიმი, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს მცირე და საშუალო მეწარმეებს, უპრეცედენტოა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ქუთაისში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, გიორგი ჩერქეზიშვილის შეხვედრა ადგილობრივ ბიზნესსექტორთან დაბეგვრის ახალი, შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შესახებ მთავრობასა და ბიზნესს შორის მიმდინარე ღია დიალოგის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ფინანსთა მინისტრმა ნიკოლოზ გაგუამ და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მცირე მეწარმეებისთვის დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმი 1-ელი ივლისიდან უკვე ძალაშია. მისი ამოქმედების პირველივე ეტაპზე მთავრობის წევრები მეწარმეებს პირადად ხვდებიან, რათა ყველა შესაძლო კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცეს. ამასთან, მინისტრები უშუალოდ მეწარმეებისგან იღებენ ინფორმაციას და ისმენენ მათ მოსაზრებებს რეფორმის მიმდინარეობის შესახებ. ქუთაისში მიმდინარე შეხვედრაში 200-მდე ბიზნესმენმა მიიღო მონაწილეობა - მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებმა მთელი დასავლეთ საქართველოდან.

„ეს არის უპრეცედენტო საგადასახადო რეჟიმი, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს მცირე და საშუალო მეწარმეებს, რათა მათ უფრო მეტი ინიციატივა გამოიჩინონ ბიზნესის განვითარებისთვის“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი ჩერქეზიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება მთავრობის პრიორიტეტია.

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ვახორციელებთ სხვადასხვა ტიპის სახელმწიფო პროგრამებს, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასთან და გვაქვს ძალიან ბევრი წარმატებული პროექტი, მათ შორის მიმდინარე. მოხარული ვარ, რომ დღეს შევხვდით ამ პროგრამების ბენეფიციარებს, რომლებთანაც ვიმსჯელეთ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს და როგორ განვითარდეს აღნიშნული პროგრამები,“ - განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

უწყების ინფორმაციით, მასშტაბური საგადასახადო ცვლილება 120 ათასამდე მეწარმე ფიზიკურ პირს შეეხება. ახალი საგადასახადო რეჟიმი, ერთი მხრივ, აწესებს მინიმალურ საგადასახადო ტვირთს მცირე ბიზნესისთვის,ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველყოფს მეწარმეებისთვის გამარტივებული საგადასახადო აღრიცხვის მეშვეობით, მინიმუმამდე შემცირდეს საგადასახადო ადმინისტრირების დანახარჯები.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, მცირე ბიზნესის სტატუსი ენიჭებათ მეწარმე ფიზიკურ პირებს, რომელთა ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში 500 000 ლარამდე იქნება, ნაცვლად მანამდე არსებული 100 000 ლარისა. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1%-იანი განაკვეთით ნაცვლად 5%-ისა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა